ლუის ენრიკე: "ბარსელონა" საცობს ჰგავს"

ლუის ენრიკე: "ბარსელონა" საცობს ჰგავს"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ესპანეთის ჩემპიონატში "სევილიასთან" გასამართი რთული დაპირისპირების წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ბრავო ნორმალურ რეჟიმში ვარჯიშობს. მას შემდეგ, რაც ის ექიმებისგან თამაშის ნებართვას მიიღებს, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიყვანო თუ არა განაცხადში.

სამპერი თუ გუმბაუ? ფეხბურთელებს ერთმანეთს არ ვადარებ. ეს არასასიამოვნოა. ისინი მომავლის ფეხბურთელები არიან. გუნდის დახმარება ორივეს შეუძლია.

სუარესი, ჩვენთან მოსვლის შემდეგ, კარგად თამაშობს. ის, თავისი თვისებებისა და ლიდერობის გამო, ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

სანაკრებო პაუზა კარგი იქნება. ის ყოველთვის შვებას გვაძლევს. კარგია, რომ ნეიმარს მგზავრობა არ მოუწევს და დასვენების საშუალება ექნება.

"ოქროს ბურთის" სია? პიკემ, ბუსკეტსმა და ალბამ ამ სიაში მოხვედრა დაიმსახურეს, თუმცა პირადად მე მთელ გუნდს წარვადგენდი.

ვხედავ, რომ კლუბს გარეთ ბევრს უნდა, "ბარსელონა" ჩაიძიროს. თუმცა, ჩვენ საცობს ვგავართ - ყოველთვის ზედაპირზე ვართ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.