ბრავო განაცხადს დაუბრუნდა
"ბარსელონას" ჩილელმა მეკარემ, კლაუდიო ბრავომ, დაახლოებით 3-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ტრავმა მოიშუშა და 32 წლის კიპერი განაცხადს დაუბრუნდა.
ლუის ენრიკემ "სევილიასთან" ხვალ გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი დაასახელა. სასიამოვნო სიახლე ბრავოს დაბრუნებაა, რომელსაც 29 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. "ბარსა ბ"-დან განაცხადში ნახევარმცველები, ხუან კამარა და ხერარდ გუმბაუ მოხვდნენ. გუნდს ვერ ეხმარებიან ვერმალენი, რაფინია, ადრიანო, მესი, ინიესტა, თურანი და ვიდალი.
"სევილიასთან" გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბრავო, დუგლასი, პიკე, ალვესი, ბარტრა, მატიე, ალბა, მასკერანო, ს. რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, გუმბაუ, კამარა, მუნირი, სანდრო, სუარესი, ნეიმარი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]