"ბარსელონა" კოუტინიოს იანვარში არ იყიდის
სიახლე არაა, რომ "ბარსელონას" "ლივერპულის" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს შეძენა უნდა, თუმცა, ესპანური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი 23 წლის ბრაზილილის ყიდვას იანვარში არ გეგმავს.
"ბარსელონას" წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია დაადასტურეს, ბრაზილიელი ფეხბურთელის ძმამ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კატალონიელებს მერსისაიდელებთან ამ თემაზე კონტაქტი არ ჰქონიათ.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ძალიან მაღალი სატრანსფერო თანხაა, რომელსაც "ლივერპული" ითხოვს. როგორც ჩანს, ინგლისური კლუბი პრესაში გავრცელებულ თანხაზე, 30 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]