"სევილია" დუგლასს უმიზნებს
"სევილიას" სპორტული დირექტორის, რამონ მონჩის განცხადებით, ანდალუსიურ კლუბს "ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, დუგლასის შეძენა უნდა.
"დუგლასს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვაკვირდებოდით, რაც ის ბრაზილიაში თამაშობდა. ჩვენ, ყველას, მისი თამაში ძალიან მოგვეწონა", - აცხადებს მონჩი.
"ბარსელონამ" 25 წლის ფეხბურთელი "სან პაულუდან" 2014/15 წლების სეზონის დაწყებამდე იყიდა. ფეხბურთელს თითქმის არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა, კატალონიური კლუბის წარმომადგენლები კი ამტკიცებდნენ, რომ ის მომავლისთვის გათვლილი შენაძენია. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში დუგლასს არც ერთი მატჩი ჩაუტარებია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]