The Mirror: რადამელ ფალკაო შესაძლოა ზამთარში "ბარსელონაში" გადავიდეს
ფრანგული "მონაკოს" საკუთრებაში მყოფმა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ ინგლისის პრემიერლიგაში ფეხი უკვე მეორე კლუბში ვერ მოიკიდა.
ფალკაო "ჩელსიში" არსებული სათამაშო პრაქტიკით უკმაყოფილოა. იანვარში ლონდონელები 29 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებენ, რის შემდეგაც ფალკაო შესაძლოა კვლავ არენდით გადავიდეს სხვა კლუბში. The Mirror იტყობინება, რომ "ატლეტიკოს" ყოფილი ვარსკვლავის მიმართ ინტერესს "ბარსელონა" იჩენს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ფალკაომ პრემიერლიგის ეგიდით მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]