რობერტოს 7-10 დღე გაუცდება

რობერტოს 7-10 დღე გაუცდება

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველს, სერხი რობერტოს, ბატე-სთან გამართულ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, 7-10 დღე გაუცდება.

სერხი რობერტო, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ბატე-სთან გამართულ შეხვედრაში, სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. თუმცა, თამაში ახალი დაწყებული იყო, როდესაც 23 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და ის ივან რაკიტიჩმა შეცვალა.

გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ფეხბურთელს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული. "ბარსელონას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ რობერტოს 7-10 დღე უქმობა მაინც მოუწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.