რაკიტიჩი, სავარაუდოდ, ერთი თვე ვერ ითამაშებს
"ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, შესაძლოა, ფეხბურთი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშოს. ამის მიზეზი ბატე-სთან ახლახანს დასრულებულ შეხვედრაში (3:0) მიღებული ტრავმაა.
რაკიტიჩმა დაზიანება მატჩის დაწყებიდან მალევე მიიღო და ლუის ენრიკე იძულებული იყო ის შეეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ხორვატს ისეთივე ტრავმა აქვს, როგორიც მიმდინარე სეზონში უკვე ჰქონდათ კლაუდიო ბრავოსა და ტომას ვერმალენს. Sport-ის ცნობით, 27 წლის ნახევარმცველს დაახლოებით ერთი თვე გაუცდება. ეს ნიშნავს, რომ ის 21 ნოემბერს გასამართ "ელ კლასიკოში" მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]