ესპანური პრესა: სამსაჯო კომიტეტი "კლასიკოში" "რეალის" დახმარებას ცდილობს
ესპანური პრესა, კერძოდ კი კატალონიური L’Esportiu de Catalunya და მადრიდული Cope სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ამ წყაროების ცნობით, ესპანეთის სამსაჯო კომიტეტი მოახლოებული "ელ კლასიკოს" ჩაწყობას ცდილობს, რაც მადრიდის "რეალის" დახმარებას გულისხმობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამსაჯო კომიტეტი ერთ მთავარ მსაჯსა და 2 ლაინსმენზე ზეწოლას ახდენდა და 21 ნოემბერს გასამართ "ელ კლასიკოში" "რეალის" სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებდა. ერთ-ერთმა გვერდითა არბიტრმა პოლიციაში განცხადების დაწერა გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ ესპანეთის პოლიციაში, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს. აქვე ვრცელდება გამოძიების მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტიც.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]