ნოლიტო: „იანვარში „სელტას“ არ დავტოვებ“

ნოლიტო: „იანვარში „სელტას“ არ დავტოვებ“

ესპანური "სელტას" შემტევმა ნოლიტომ პრესასთან ინტერვიუში უარყო, რომ 2016 წლის იანვარში "ბარსელონაში" გადასვლას აპირებს. 

"ჩემს ბედს ღმერთი გადაწყვიტავს. მე არსად წასვლას არ ვაპირებ იანვარში "სელტადან", აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ." - განაცხადა, ნოლიტომ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოლიტოს მიმართ ინტერესს არამხოლოდ "ბარსელონა", არამედ ლონდონის "არსენალიც" იჩენდა. 

მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 29 წლის ფეხბურთელმა 8 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.