ლუის ენრიკე: "იმედი მაქვს, ყველაფერს გამოიძიბენე"

ლუის ენრიკე: "იმედი მაქვს, ყველაფერს გამოიძიბენე"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "ეიბართან" გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ელ კლასიკოს" წინ აგორებულ სამსაჯო სკანდალზე

"ასეთი სიახლეები, ნებისმიერ შემთხვევაში, უსიამოვნოა. იმედი მაქვს, საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება, რათა ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს. ამ თემით სპეკულირება არ მინდა, რადგან საკითხი ძალიან სერიოზულია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მართალია თუ არა ეს. ცეცხლზე ნავთის დასხმა არ მინდა. უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გამოიძიებენ."

ტრავმებზე

"ინიესტა ნორმალურად ვარჯიშობს. ხვალ ცნობილი გახდება, შეძლებს თუ არა ის თამაშს. მესის გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ის ყოველდღიურად უფრო და უფრო უკეთ გამოიყურება."

შესაძლო ტრანსფერებზე

"როგორც მითხრეს, იანვარში ფეხბურთელების დამატების საშუალება გვექნება. ეს კარგი სიახლეა. ყოველთვის კარგია, როდესაც სატრანსფერო ბაზარზე გასვლა შესაძლებელია."

ნეიმარის პროგრესზე

"ნეიმარი თავის პიკზე ჯერ კიდევ არაა. ის უფრო და უფრო მოუმატებს. სავსებით ნორმალურია, რომ იგი ჯერ კიდევ პროგრესირებს. თუმცა, გუნდის წარმატებებში მისი წვლილი უკვე ძალიან დიდია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.