"ბარსელონა" მასკერანოს დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს
"ბარსელონამ" გუნდის არგენტინელი ფეხბურთელის, ხავიერ მასკერანოს მიერ "ეიბართან" გამართულ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გასაჩივრება გადაწყვიტა.
გუშინ გამართულ შეხვედრაში მასკერანო მოედნიდან გვერდითი არბიტრის შეურაცხყოფისთვის გააძევეს. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. თუმცა, როგორც ირკვევა, კატალონიური კლუბი არა მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის, არამედ წითელი ბარათის გასაჩივრებასაც კი გეგმავს.
"გაძევებას გავასაჩივრებთ. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ მასკერანოს არბიტრისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გარდა ამისა, მსაჯს, თავის ანგარიშში, დარღვევის წუთი არ აქვს მითითებული, რაც სასჯელის გაუქმებისთვის საკმარისია." - განაცხადა "ბარსელონას" დირექტორმა, ალბერტ სოლერმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]