მასკერანოს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
"ბარსელონას" არგენტინელმა უნივერსალმა, ხავიერ მასკერანომ, შესაძლოა, კლუბის მიერ ესპანეთის მასშტაბით გასამართი მომდევნო 4 შეხვედრა გამოტოვოს, რისი მიზეზიც "ეიბართან" ცოტა ხნის წინ დასრულებულ მატჩში მიღებული წითელი ბარათი.
"ეიბართან" გამართული შეხვედრის (3:1) მიწურულს, მასკერანომ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. ამის მიზეზი მის მიერ გვერდითი არბიტრისთვის რაღაცის თქმაა. ჯერჯერობით უცნობია, რა უთხრა არგენტინელმა მსაჯს, მაგრამ თუ Cope-ს დავუჯერებთ, არაა გამორიცხული, სადისციპლინო კომიტეტმა მას 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. თუ მართლაც ასე მოხდა, მასკერანო ესპანეთის თასზე "ვილიანოვენსესთან", ხოლო ლა ლიგაში "ხეტაფესთნ", "ვილიარეალთან" და "რეალთან" ვერ ითამაშებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]