ტებასი: "მეწყინება, რომელიმე ფეხბურთელს "კლასიკოს" გამოტოვება თუ მოუწევს"
როგორც იცით "ბარსელონას" მცველმა, ხავიერ მასკერანომ "ეიბართან" შეხვედრის დროს წითელი ბარათი მიიღო. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი.
"იმ შემთხვევაში თუ, მასკერანო იგივეს იტყოდა არგენტინაში, იქ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა აღქმული. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მან მსაჯს სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა. მეწყინება, რომელიმე ფეხბურთელი თუ ვერ შეძლებს "კლასიკოში" მონაწილეობის მიღებას." - განუცხადა ტებასმა Marca-ს.
შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ბარსელონას" შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]