ნეიმარი, სუარესი, ბუსკეტსი და პიკე "ვილიანოვენსესთან" არ ითამაშებენ

ნეიმარი, სუარესი, ბუსკეტსი და პიკე "ვილიანოვენსესთან" არ ითამაშებენ

დღეს, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში "ვილიანოვენსესთან" ხვალ გასამართი მატჩისთვის 16-კაციანი განაცხადი დაასახელა.

განაცხადში ვერ მოხვდნენ ნეიმარი, სუარესი, ბუსკეტსი და პიკე, რომელთაც ლუის ენრიკე დასვენების საშუალებას აძლევს.

"ვილიანოვენსესთან" მატჩის სრული განაცხადი: ტერ შტეგენი, დუგლასი, რაკიტიჩი, ალვესი, ბარტრა, მუნირი, ალბა, სანდრო, ადრიანო, ვერმალენი, მატიე, მასიპი, გუმბაუ, სამპერი, აიტორი, კაპტოუმი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.