დავიდ ვილია: „ჩემი დრო ესპანეთის ჩემპიონატში უკვე ამოიწურა“

დავიდ ვილია: „ჩემი დრო ესპანეთის ჩემპიონატში უკვე ამოიწურა“

"ნიუ-იორკ სიტის" ესპანელმა თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნებას არ აპირებს. იტყობინება, El Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ "ნიუ-იორკ სიტი" მიმდინარე სეზონში მლს-ის პლეი-ოფში ვერ გავიდა, სწორედ ამიტომ ვილია ოფიციალურ შეხვედრას 2016 წლის მარტამდე ვერ ჩაატარებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ლუის ენრიკემ ფეხბურთელს "ბარსელონაში" გადასვლა სთხოვა, რათა ზამთრის შესვენებებზე სათამაშო ფორმა შეენარჩუნებინა. 

"მე ლა ლიგაში არ გადავალ, ჩემი დრო ესპანეთის ჩემპიონატში უკვე ამოიწურა." - განაცხადა, ფეხბურთელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.