პუიოლი "ბარსელონას" ნიუ იორკიდანაც კაპიტნობს

პუიოლი "ბარსელონას" ნიუ იორკიდანაც კაპიტნობს

"ბარსელონას" ლეგენდა კარლეს პუიოლი გუნდის კაპიტნობას ნიუ იორკიდან განაგრძობს. ამ ინფორმაციას კატალონიური El Mundro Deportivo ავრცელებს.

"ხეტაფესთან" გამართული მატჩის შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელების საქციელი (საჰელოუინოდ გამოწყობილმა ფეხბურთელემბა "ხეტაფეს" პრესკონფერენცია ჩაშალეს), ბოლო დღეებში, აქტიური განხილვის საკითხია. "ბარსელონას", ამის გამო, ბოდიშის მოხდა მოუხდა და როგორც ირკვევა, ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა კარლეს პუიოლმაც მიიღო.

კატალონიური პრესის ცნობით, პუიოლი "ბარსელონას" ფეხბურთელებს დაუკავშირდა და მათ უთხრა, რომ ის, სურათების ნახვის შემდეგ, შოკირებულია. მან და "ბარსას" ამჟამინდელმა კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ გადაწყვიტეს, რომ წერილობითი ბოდიში რაც შეიძლება მალე უნდა გამოქვეყნებულიყო. ტექსტი სწორედ მათ შეადგინეს, ფეხბურთელებს წააკითხეს და კლუბის პრესცენტრს გადასცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პუიოლს "ბარსელონას" პირველი გუნდის ფეხბურთელებთან მუდმივი კავშირი აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.