ერმაკოვიჩი: "ბარსელონა" დღესდღეობით საუკეთესოა"

ერმაკოვიჩი: "ბარსელონა" დღესდღეობით საუკეთესოა"

ბატე-ს მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ერმაკოვიჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კატალონიური კლუბი დღესდღეობით საუკეთესოა.

"რა თქმა უნდა, მზად ვართ იმისათვის, რომ "ბარსელონამ" სახლში, შესაძლოა, უფრო აგრესიულად ითამაშოს. ვიცით, რაც შეგვიძლია. იმედი მაქვს, "ბარსას" წინააღმდეგობას გავუწევთ.

"ბარსელონა" დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. კატალონიელებს შესაბამის პოზიციებზე საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს. მოუთმენლად ველით ასეთი ტიტულიანი გუნდის წინააღმდეგ დაპირისპირებას.

"ბარსელონას" ფეხბურთელების მიერ ჰელოუინის აღნიშვნა? მათ კარგი განწყობა, კარგი იუმორის გრძნობა აქვთ.

გლები სათამაშოდ მზადაა. მისი თამაშის ალბათობას მაღალი ნიშნით ვაფასებთ".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.