ალვესი: "ხეტაფეს" სტადიონის გასახდელი ჩვენ არ დაგვისვრია"
"ბარსელონას" მარჯვენა მცველი დანი ალვესი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კატალონიური კლუბის ფეხბურთელებმა "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ "ალფონსო პერესის" გასახდელი წითლად შეღებეს.
"ჩვენ არ დაგვისვრია "ხეტაფეს" სტადიონის გასახდელი. ეს ვინმე სხვამ გააკეთა და შემდეგ ბრალი ჩვენ დაგვდო.
კრიტიკა? არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად, მოშიმშილე ბავშვები. ცხოვრებისგან სიამოვნება უნდა მიიღო", - აცხადებს ალვესი.
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა თამაშის შემდეგ საკარნავალო ნიღბებით "ხეტაფეს" მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენცია ჩაშალეს, რის გამოც, მოგვიანებით, კატალონიურმა კლუბმა ბოდიში მოიხადა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]