ნეიმარი: "იმედი მაქვს, მესისთან და სუარესთან ერთად დიდი ხანი ვითამაშებ"

ნეიმარი: "იმედი მაქვს, მესისთან და სუარესთან ერთად დიდი ხანი ვითამაშებ"

"ბარსელონას" 23 წლის ბრაზილიელ ვარსკვლავს, ნეიმარს, იმედი აქვს, რომ ლიონელ მესისთან და ლუის სუარესთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებს.

"ბარსელონაში" ჩემი პირველი სეზონი ადაპტირებისა და ყველაფრის შესწავლის წელი იყო. ახლა თავს სახლში ვგრძნობ. გასული წლის შემდეგ, როგორც მინდა, ისე ვთამაშობ.

არ ვიცი, მე, მესი და სუარესი ვართ თუ არა მსოფლიოში საუკეთესო შემტევი ტრიო, მაგრამ კარგად ვთამაშობთ და ახლო მეგობრები ვართ. იმედი მაქვს, ერთად დიდი ხანი შევძლებთ თამაშს.

ნამდვილად არ მომწონს საფეხბურთო თამაშების ყურება".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.