მუნირი და სანდრო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ
"ბარსელონას" პირველ გუნდში მოთამაშე მუნირ ელ ჰადადი და სანდრო რამირესი, ასევე ხიხონის "სპორტინგში" განათხოვრებული ალენ ჰალილოვიჩი 2015 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ.
წლის ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო იტალიურმა გაზეთმა, Tuttosport-მა, 2003 წელს დააწესა. "ბარსას" ერთდერთი ფეხბურთელი, რომელსაც ეს პრიზი მოუგია, ლიონელ მესია. არგენტინელი ევროპაში მოთამაშე საუკეთესო 21-წლამდელ ფეხბურთელად 2005 წელს დაასახელეს. "ბარსელონას" შანსი აქვს გახდეს მე-2 გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ, რომლის ფეხბურთელიც ამ პრიზს 2-ჯერ მოიგებს. ამისთვის საჭიროა, რომ საუკეთესოდ მუნირი, ან სანდრო დასახელდეს. მათ კონკურენციას ევროპაში მოთამაშე 38 ახალგაზრდა ფეხბურთელი გაუწევს, მათ შორის "სპორტინგში" "ბარსელონადან" განათხოვრებული ალენ ჰალილოვიჩი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]