ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს სიურპრიზი გაუკეთა

ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს სიურპრიზი გაუკეთა

"ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის პარასკევი მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა. მათ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ სიურპრიზი გაუკეთა და ოჯახებთან ერთად გასართობ პარკში წაიყვანა.

ასეთი რამ, როდესაც მსოფლიო კლასის ფეხბურთელებს შეუძლიათ გაერთონ, ყოველდღე არ ხდება. ენრიკემ მოთამაშეები სამხრეთ ბარსელონაში, პარკ "PortAventura"-ში წაიყვანა. აღნიშნული პარკი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ხოლო სამხრეთ ევროპაში პირველი.

პარკი მხოლოდ შაბათობით ფუნქციონირებს, მაგრამ "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის და მათი ოჯახებისთვის პარასკევს გაიხსნა, მათ ყველა დიდი ატრაქციონით სარგებლობა შეეძლოთ. პირველი შემთხვევაა, როდესაც გუნდის ყველა წევრი ოჯახებთან ერთად გასართობ პარკში მიდიან.

გუნდთან ერთად ვერ წავიდნენ რაფინია ალკანტარა და ივან რაკიტიჩი, მათ დაზიანებების აღმოსაფხვრელად მუშაობა გააგრძელეს.

სურათები

[media=https://www.youtube.com/watch?v=N8GQVqtk028]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.