ვან პერსის "ბარსელონაში" თამაში უნდა
ჰოლანდიური Algemeen Dagblad-ს ინფორმაციით, "ფენერბაჰჩეს" 32 წლის თავდამსხმელს, რობინ ვან პერსის კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელება სურს.
ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, კატალონიური გუნდი თურქების ჰოლანდიელი შემტევითაა დაინტერესებული. ახლა კი ირკვევა, რომ ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.
თუ Algemeen Dagblad-ს დავუჯერებთ, ვან პერსის აგენტმა "ბარსელონასთნ" მოლაპარაკებები უკვე გამართა. ივარაუდება, რომ ჰოლანდიელის ტრანსფერი დაახლოებით 3 მილიონი ევრო დაჯდება.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 10 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]