ესპანეთის ნაკრებში 5 "ბარსელონელს" უხმეს

ესპანეთის ნაკრებში 5 "ბარსელონელს" უხმეს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, მომავალი ამხანაგური თამაშებისთვის 24-კაციანი განაცხადი დაასახელა, რომელშიც "ბარსელონადან" 5 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან: ხერარდ პიკე, მარკ ბარტრა, ხორდი ალბა, სერგიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტა. 5-ივე ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებს "ვილიარეალთან" მატჩის შემდეგ შეუერთდება.

ესპანეთის ნაკრები პირველ მატჩს 13 ნოემბერს ინგლისთან გამართავს, რის შემდეგაც 17 ნოემბერს ბელგიას დაუპირისპირდება.

"ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელი მუნირ ელ ჰადადი და "ვილიარეალში" განათხოვრებული დენის სუარესი ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების 20-კაციან განაცხადში მოხვდნენ და თავიანთ ნაკრებს საქართველოსთან და ხორვატიასთან მატჩებში დაეხმარებიან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.