ჯოუი ბარტონი: „უკვე ვნანობ, რომ ნეიმარი ჯასტინ ბიბერს შევადარე“

ჯოუი ბარტონი: „უკვე ვნანობ, რომ ნეიმარი ჯასტინ ბიბერს შევადარე“

ინგლისური "ბარნლის" 33 წლის ნახევარმცველმა, ჯოუი ბარტონმა კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავზე, ნეიმარზე ისაუბრა.

2013 წლის მარტში სკანდალური განცხადებებით სახელგანთქმულმა ბარტონმა ნეიმარი ცნობილ პოპ-მომღერალს ჯასტინ ბიბერს შეადარა. "ნეიმარი - ფეხბურთის ჯასტინ ბიბერია". ფეხბურთელმა აღნიშული განცხადება ტვიტერის გვერდზე გააკეთა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 

კვირას ნეიმარმა ლა ლიგის მე-12 ტურში "ვილიარეალს" ორი გოლი გაუტანა (3:0), ბარტონმა კი ფეხბურთელი შემდეგი სიტყვებით შეაფასა: "უკვე ვნანობ, რომ ნეიმარი ჯასტინ ბიბერს შევადარე." 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.