რამოსოს "კლასიკოში" თამაში გამორიცხული არაა

რამოსოს "კლასიკოში" თამაში გამორიცხული არაა

მადრიდის "რეალის" კაპიტნის, სერხიო რამოსის "ელ კლასიკოში" თამაში გამორიცხული ჯერ კიდევ არაა. ამ ინფორმაციას დედაქალაქური AS ავრცელებს.

რამოსმა მხრის ტრავმა "სევილიასთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, ის ფეხბურთის თამაშს მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებდა, რადგან 29 წლის ფეხბურთლს ოპერაცია ჭირდება.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "სამეფო კლუბის" კაპიტანი ტრავმირებულ მხარზე ოპერაციას "ელ კლასიკოს" შემდეგ გაიკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" წინააღმდეგ მისი ტკივილგამაყუჩებლებით თამაში გამორიცხული არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.