პიკე: "ბარსას" და "რეალს" პრემიერ ლიგის პირველივე სეზონში მოგების შანსი არ ექნებოდათ"
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე მიიჩნევს, რომ თუ "ბარსელონა" და "რეალი" ინგლისის პერმიერ ლიგაში ითამაშებდნენ, მათ ამ ტურნრის პირველივე სეზონში მოგების შანსი არ ექნებოდათ.
"წარმოვიდგინოთ, რომ "ბარსელონამ" და "რეალმა" პრემიერ ლიგაში თამაში დაიწყეს. მიმაჩნია, რომ პირველ სეზონში მათ ჩემპიონატის მოგების არანაირი შანსი არ ექნებოდათ.
ეს ჩემი აზრია. "სტოკთან" და მსგავს გუნდებთან სტუმრად თამაში ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა, ამ თემაზე კამათი საათობით შეიძლება.
იგივე სიტუაცია იქნებოდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" ესპანეთის პრიმერა დივიზიონში რომ გადმოსულიყვნენ. პირველ ცდაზე ისინი ვერაფერს მიაღწევდნენ." - აცხადებს პიკე, რომელიც ინგლისის ჩემპიონატში 2004-2008 წლებში თამაშობდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]