"ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი: "ნეიმარმა ხალხს მესი დაავიწყა"
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ალფონსო პერესი მიიჩნევს, რომ კატალონიელთა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, გუნდის ტრავმირებული ლიდერი ლიონელ მესი დაჩრდილა.
"მესის არყოფნამ დაამტკიცა, რომ ნეიმარსა და სუარესს გუნდის გაძღოლა შეუძლიათ. ნეიმარი მოედანზე გადამწყვეტ როლს თამაშობს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მესის არყოფნა "ბარსელონას" დაასუსტებდა, მაგრამ ნეიმარმა, თავისი თამაშით, ხალხს მესის დავიწყება აიძულა." - განაცხადა ალფონსო პერესმა, რომელიც "რეალის" სკოლის აღზრდილია. "ბარსელონაში" კი ის 2000-2002 წლებში თამაშობდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]