ნავასის "კლასიკოში" თამაში საეჭვოა

ნავასის "კლასიკოში" თამაში საეჭვოა

მადრიდის "რეალის" მეკარემ, კეილორ ნავასმა, შესაძლოა, 21 ნოემბერს "ბარსელონასთან" გასამართი მნიშვნელოვანი დაპირისპირება გამოტოვოს. ამის მიზეზი საზარდულის ტრავმაა.

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, 28 წლის კოსტა რიკელ მეკარეს საზარდულის არეში ტკივილი აწუხებს და სავარჯიშო მოედანზე მისი 19 ნოემბრამდე დაბრუნება არ იგეგმება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "რეალის" სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელის ჯანმრთელობის გარისკვას არ აპირებს და ნავასი "კლასიკოში" მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ მას არანაირი ტკივილი არ ექნება.

კეილორ ნავასი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ "რეალი", მიმდინარე სეზონში, ცოტა გოლს უშვებს. კოსტა რიკელმა, პრიმერას პირველ 10 ტურში, მხოლოდ 3 ბურთი გაუშვა. როდესაც მან ტრავმა მიიღო და კარში კიკო კასილია ჩადგა, მადრიდელებმა, 2 შეხვედრაში, 4 გოლი გაუშვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.