სავარჯიშო სესია (17.11.2015)
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა მიმდინარე კვირაში მეორე სავარჯიშო სესია გამართეს. ვარჯიშს ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშე ესწრებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელთა ნაწილი ეროვნულ ნაკრებებს ეხმარება დღეს, "ტიტო ვილანოვას სახელობის სავარჯიშო ბაზაზე" ფეხბურთელთა სიმრავლე იყო. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს ესწრებოდნენ "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელები: გოდსვილი, პალენსია, როსი, ენგუენე, კამარა, პაიკი, რომერა და კოსტა, ასევე ცხრამეტწლამდელთა გუნდის მოთამაშეები: კარბონელი, ბლანკო, კარლეს პერესი, მუხიკა, ბუსკეტსი, ფერან სარსანედასი, ერიკ მონტესი და ჟუანმა.
ვარჯიშს ფეხბურთელებთან ერთად "ბარსა ბ"-სა და ცხრამეტწლამდელთა გუნდის მწვრთნელები: ჟერარდ ლოპესი და გაბრი გარსია ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]