თურანი: "იმედი მაქვს, "რეალს" დავამარცხებთ"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არდა თურანმა "ელ კლასიკოს" წინ კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ "ბარსელონა" მოგებას შეძლებს.
"ელ კლასიკო" მსოფლიოში ყველაზე საინტერესო დაპირისპირებაა. სამწუხაროდ პირველ "კლასიკოს" გამოვტოვებ. ის, რომ "ბარსელონაში" ვარ, სიამაყით მავსებს.
მე მსოფლიოში საუკეთესო კლუბის ნაწილი ვარ. ჩემი ოცნებაა ვითამაშო შემდეგ "კლასიკოში", რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართება. იმედი მაქვს "რეალს" დავამარცხებთ და ჩვენს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ.
მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, იგი ამასთან ერთად ძალიან კარგი ადამიანია. მე, მის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ სამედიცინო გუნდი სიტუაციას მართავს. იმედი მაქვს მესი "რეალის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. ის, ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს, რადგან ეს ჩვენთვის საუკეთესოა." - განაცხადა თურანმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]