ნავასი, მარსელო და ბენზემა "რეალის" განაცხადში მოხვდნენ
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა "ელ კლასიკოსთვის" გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც კეილორ ნავასი, მასელო და ქარიმ ბენზემაც მოხვდნენ.
ეს სამეული, ბოლო დროს, გუნდს ტრავმების გამო ვერ ეხმარება. "ბარსელონასთან" სამივე მათგანის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ ბენიტესმა ისინი გაფართოებულ შემადგენლობაში მაინც შეიყვანა. ესპანელმა სპეციალისტმა 20 მოთამაშე დაასახელა, რომელთაგანაც საბოლოო განაცხადში 18 მოხვდება.
"რეალის" განაცხადი ასე გამოიყურება: ნავასი, კასილია, იანესი; რამოსი, პეპე, ვარანი, კარვახალი, დანილო, მარსელო; კროოსი, კაზემირო, ისკო, კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ხამესი, ბეილი; ხესე, რონალდუ, ვასკესი, ბენზემა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]