ბენიტესი: "სათქმელი ბევრი არაფერია"

ბენიტესი: "სათქმელი ბევრი არაფერია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, "ბარსელონასთან" სამარცხვინო წაგების (0:4) შემდეგ პრესკონფერენცაიზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ნებისმიერი მარცხი მტკივნეულია. ახლა მუშაობა გვმართებს, რათა სიტუაცია გამოვასწოროთ. ახლა მხოლოდ ის მაღელვებს, თუ როგორ ავამაღლო გუნდის ემოციონალური დონე.

ჩვენ წინააღმდეგ კარგი გუნდი თამაშობდა და საკუთარი შეცდომების გამო პასუხი ვაგეთ. ყოველი დაშვებული შეცდომის შემდეგ სიტუაცია რთულდებოდა.

როდესაც ასე აგებ, სათქმელი ბევრი არაფერია. გუნდმა ვერაფრის ჩვენება ვერ მოახერხა. დროა, საკუთარ თავს დავემსგავსოთ.

სასტარტო შემადგენლობისთვის ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელებს ვარჩევ მათგან, რომლებიც ჩემ განკარგულებაშია. თუ რამე არ გამოდის, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ვიტვირთოთ.

ახლა, ვინმეს ინდივიდუალური თამაშის ანალიზის დრო არაა. ძალები უნდა მოვიკრიბოთ და მომდევნო შეხვედრისთვის მოვემზადოთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.