კაპელო: "ბარსელონას" მესის ტრავმაში გაუმართლა"
მადრიდის "რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო გასულ "ელ კლასიკოსთან" დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს. იტალიელი სპეციალისტის თქმით, "ბარსელონას" გაუმართლა, რომ ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო.
"ბარსელონას" მესის ტრავმაში გაუმართლა. ადრე, მთელი თამაში მის გარშემო იყო აგებული, ახლა კი მისი ჩრდილიდან სხვებიც გამოვიდნენ. ნეიმარმა და სუარესმა მოუმატეს.
როდესაც ანგარიში 4:0 იყო, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, "ბარსელონა" გაჩერებას არ აპირებდა.
"რეალი" ცდილობდა "ბარსასთან" შემტევი ფეხბურთი ეთამაშა, მაგრამ კატალონიელთა ცენტრი უფრო ძლიერია. ვგულისხმობ სუარესს, ინიესტას, პიკესა და უპირველესად ბუსკეტსს. არ შეიძლება "ბარსელონას" ფეხბურთელებს თავისუფალი სივრცე და მობრუნების საშუალება მისცე.
თუ "ბარსელონას" ფეხბურთელები, მათ შორის სუარესი და ნეიმარი, ბურთის დაკარგვისთანავე პრესინგს იწყებდნენ, "რეალის" შეტევიდან ამას მხოლოდ ბეილი აკეთებდა.
ნეიმარის მონდომებით გაკვირვებული ვარ. თუ ბრაზილიის ნაკრებში ის 15 მეტს გარბის, "ბარსელონაში" ეს მაჩვენებელი 50 არის. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
შეცდომები "ბარსელონამაც" დაუშვა, მაგრამ "რეალმა" ამით ვერ ისარგებლა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]