ალვესი: "გუგლი" უფრო ჭკვიანია, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი"
"ბარსელონას" ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა თავისი დამოკიდებულება გამოხატა მისდამი კრიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებული იყო "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივების გაჭიანურებასთან.
"ვფიქრობ ჩატარდა კამპანია, რომელიც მიმართული იყო ჩემგან თავის დასაღწევად. მაგრამ, მე ძლიერი ვარ. თუ ზოგიერთი ადამიანი ჩემ წინააღმდეგ გამოვა, ის წააგებს.
ძალიან თავდადებული და მონდომებული ვარ. ეს, იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი გიჟი ჩემი მისამართით ისვრის.
იმისთვის, რომ გაარკვიოთ ვინ ვარ მე და გაიგოთ ჩემი ცხოვრების ისტორია, შეგიძლიათ ჩემი სახელი აკრიფოთ "გუგლში". როგორც ჩანს "გუგლი" უფრო ჭკვიანია, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი." - განაცხადა ბრაზილიელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]