სუარესი: "მესის თამაში ყველას აბედნიერებს"
"ბარსელონას" ვარსკვლავი ლუის სუარესი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში (6:1) "რომასთან" 2-ჯერ გამოიჩინა თავი და შეხვედრის საუკეთესოდ დასახელდა, თამაშის შემდეგ კომენტარს აკეთებს.
"იდეალური მატჩი ჩავატარეთ. მეტოქემ პირველ ტაიმში ბევრი თავისუფალი სივრცე დაგვიტოვა და ეს გამოვიყენეთ.
ყველა ფეხბურთელი უნდა აკმაყოფილებდეს "ბარსას" მოთხოვნებს და უნდა დაეხმაროს გუნდს გოლებით, საგოლე გადაცემებით და ასე შემდეგ.
მე, მესი და ნეიმარი? მთავარია, ჩვენ 3-ივემ სარგებელი მოვუტანოთ გუნდს, თუმცა არა ინდივიდუალიზმით, რადგან უკვე ვიცით, რომ საუკეთესო მესია.
კარგია, რომ ის დაბრუნდა. ხალხი ამას ელოდებოდა. შენ ხედავ, როგორ აბედნიერებს მისი სანახაობრივი თამაში ყველას".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]