MD: "ოქროს ბურთი" მესიმ მოიგო, რონალდუ მეორეა

MD: "ოქროს ბურთი" მესიმ მოიგო, რონალდუ მეორეა

კატალონიური El Mundo Deportivo "ოქროს ბურთის" არაოფიციალურ შედეგებს აქვეყნებს. წყაროს ცნობით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ლიონელ მესი მეხუთედ დაესაკუთრება.

"ოქროს ბურთის" მფლობელის გამოსაკვლევად გამართული გამოკითხვა დასრულებულია. შედეგები ოფიციალურად 2016 წლის 11 იანვარს გახდება ცნობილი. თუმცა, ესპანურ პრესაში არაოფიციალურმა შედეგებმა უკვე გაჟონა. მათ თანახმად, საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდება, რომელმაც 414 ქულა აიღო. მე-2 ადგლზე, 212 ქულით, კრიშტიანუ რონალდუა. სამეულში შევიდა ნეიმარიც - 95 ქულა. შემდეგ მოდიან ლუის სუარესი (34), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (21) და ანდრეს ინიესტა (20).

მსოფლიოს საუკეთესო 3 ფეხბურთელის ვინაობა 30 ნოემბერს გახდება ცნობილი და გულშემატკივრებს Mundo Deportivo-ს ინფორმაციის ნაწილბრივ გადამოწმების საშუალება ექნებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.