ეუსებიო საკრისტანი: „რეალ სოსიედადს“ შეუძლია „ბარსელონას“ სიურპრიზი გაუკეთოს“
"რეალ სოსიედადის" ახალი მწვრთნელი ეუსებიო საკრისტანი თვლის, რომ ლა ლიგის მე-13 ტურის მატჩში "ბარსელონას" წინააღმდეგ მის გუნდს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს.
"ბარსელონა" ამჟამად უმაღლესი დონის ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენს, თუმცა ჩვენ კონცენტრაცია საკუთარ თამაშზე უნდა მოვახდინოთ და შანსები გამოვიყენოთ. "ბარსელონას" დიდება მისი თამაშის ფილოსოფიაში მდგომარეობს, თუმცა სპორტში აუცილებლად უნდა იყო მამაცი, რათა წარმატებას მიაღწიო. "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელებს დიდი სურვილი აქვთ იმისა, რომ მეტოქეს სიურპრიზი გაუკეთოს." - განაცხადა, საკრისტანმა.
შეგახსენებთ, რომ ეუსებიო 2011-2015 წლებში "ბარსელონა ბ"-ს წვრთნიდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]