"ბარსელონამ" თვალი "ბაზელის" ახალგაზარდა თავდამსხმელს დაადგა
შვეიცარული "ბაზელის" 18 წლის თავდამსხმელი ბრელ ემბოლო კატალონიის "ბარსელონას" ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას გერმანული Bild ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბარსელონა" აპირებს ახალგაზრდა შემტევი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძინოს. ამ დროისთვის, კატალონიელებს სატრანსფერო ბანი უკვე აღარ ექნებათ.
ბრელ ემბოლო "ბაზელის" პირველ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს. შვეიცარელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 67 მატჩში მან 24 გოლი გაიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილს "ვოლფსბურგი", "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" გამოთქვამენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 31 ]