დავიდსი: "მესი ანომალიაა, რონალდუ - უბრალო ათლეტი"
ყოფილი ჰოლანდიელი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს. დავიდსმა, რომელიც 6 თვის განმავლობაში "ბარსელონაშიც" თამაშობდა, შედარება მსოფლიოს 2015 წლის სამი საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის დროს გააკეთა.
"მესი ანომალიაა. ის აკეთებს განსაკუთრებულ ფინტებს, გააქვს გოლები, არიგებს პასებს. მას ფეხბურთის თავისებური ხედვა აქვს.
კრიშტიანუ რონალდუ უბრალო ათლეტია. ის ძალიან ბევრს და თავდაუზოგავად შრომობს.
შეიძლება გახდე მესი თავდაუზოგავი შრომის შედეგად? არა, ეს შეუძლებელია. შეიძლება თუ არა ამ საშუალებით გახდე რონალდუ? კი, შესაძლებელია.
არის თუ არა ნეიმარი მზად შეცვალოს მესი და რონალდუ? არა, ის მზად ჯერ კიდევ არაა, მაგრამ მან ამ დონეს თითქმის მიაღწია."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]