სუარესი: "მესი საუკეთესოა, შემდეგ კი ნეიმარი მოდის"
"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი შეგუებულია იმ ფაქტს, რომ კატალონიური კლუბის შემტევ ტრიოში წამყვანი როლი ლეო მესის აკისრია, მის შემდეგ კი ნეიმარი მოდის.
"ჩვენ სამეულს შესანიშნავი ურთიერთგაგება აქვს. ვთანხმდებით, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესოა, მე-2 ადგილზე კი ნეიმარია. მე სიამოვნებას თამაშისგან და გუნდში გატარებული თითოეული წუთისგან ვიღებ. იყო ამ გუნდის წევრი - პრივილეგიაა. კარგი ურთიერთობა ბევრს ნიშნავს, რადგან საკუთარ თავს სხვაზე მაღლა არავინ აყენებს. ჩვენ ვიცით, რომ ლეო ნებისმიერ სხვა ფეხბურთელზე ძლიერია."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]