საკლუბო მუნდიალზე "ბარსას" პირველი მეტოქე "გუანჩჟოუ" იქნება
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4-ფინალური შეხვედრა, რომელშიც "ბარსელონას" მეტოქე გაირკვა. ჩინურმა "გუანჩჟოუ ევერგრანდემ" მექსიკური "ამერიკა" 2:1 დაამარცხა და 1/2-ფინალში "ბარსელონასთან" თამაშის უფლება მოიპოვა.
ოსაკაში გამართულ მატჩში პერალტამ მექსიკელები დააწინაურა, მაგრამ მე-80 წუთზე ლონგმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-3 დამატებულ წუთზე პაულინიომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
"ბარსელონასა" და "გუანჩჟოუს" შეხვედრა 17 დეკემბერს, თბილისის დროით 14 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]