„ბარსელონას“ ფეხბურთელები იაპონიაში გაფრინდნენ
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელები იაპონიაში გაფრინდნენ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალური მატჩის ჩასატარებლად, რომელსაც ისინი "გუანჩჟოუს" წინააღმდეგ გამართავენ.
ბლაუგრანას ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები ბარსელონას "ელ პრატის" აეროპორტიდან 10:30 წუთზე აფრინდენ და 13 საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ იაპონიის აეროპორტში დაახლოებით 23:20 წუთზე დაეშვებიან (ადგილობრივი დროით).
აქვე გეტყვით, რომ ლუის ენრიკეს 23 კაციან განაცხადში პირველი გუნდის ყველა შესაძლო ფეხბურთელი მოხვდა. მათ შორის სარეზერვო გუნდის ორი ნახევარმცველი სერხი სამპერი და ხერარდ გუმბაუ. არდა თურანი და ალეიშ ვიდალი კი გუნდის მხარდასაჭერად გაემგზავრებიან, ვინაიდან მათი თამაში იანვრამდე ფიფას ბანის გამო შეუძლებელია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 38 ]