ადრიანო: "სკოლარის გუნდები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან"
"ბარსელონას" ბრაზილიელი უნივერსალი ადრიანო კორეია, "გუანჩჟოუსთან" გასამართი დაპირისპირების წინ, კომენტარს აკეთებს და ჩინური გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუის ფელიპე სკოლარის აქებს.
"ჩემთვის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა რაღაც განსაკუთრებულია. ამ ტურნირზე "ალ-სადთან" გამართული შეხვედრა კარგად მახსოვს. ის მატჩი, ჩემთვის და მთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
რაც შეეხება "გუანჩჟოუს" - სკოლარიმ, კარიერის განმავლობაში, ბევრი ტიტული მოიგო. ის ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. მისი გუნდი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.
ასეთ ტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება რობინიოსაც აქვს. ის ძალიან სახიფათოა და კარგად უნდა ვიცოდეთ, რას წარმოადგენს ეს ფეხბურთელი.
იაპონიაში მოტივირებულები ჩამოვედით. ეს ტურნირი "ბარსელონას" ბევრს ფეხბურთელს არ აქვს მოგებული. დანარჩენებს კი წარმატების გამეორება სურთ. შანსი გვაქვს წელი კიდევ ერთი ტიტულის მოგებით დავასრულოთ და ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია.
ხალხის აზრით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ევროთასებზე იოლი ტურნირია. თუმცა, ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]