გონსალვესი: "ვეცდები "ბარსელონა" დავარწმუნო, რომ გამომისყიდოს"
19 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი რობერტ გონსალვესი, რომელიც იანვრიდან "ბარსელონაში" ითამაშებს, აპირებს, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მის გამოსყიდვაში დაარწმუნოს.
"ჩემ წინაშე დგას ამოცანა ვითამაშო ევროპაში და "ბარსელონას" ხელმძღვანელობა დავარწმუნო, რომ ჩემი ყიდვა ღირს. ვოცნებობ, რომ პირველ გუნდთან ერთად წარმატებებს მივაღწიო. ვეცდები თანაგუნდელებს დავეხმარო, თამაშის ბრაზილიური სტილი ვაჩვენო და გოლები გავიტანო."
შეგახსენებთ, რომ "ფლუმინენსეს" ფეხბურთელი "ბარსა ბ"-ში, ერთი წლის განმავლობაში, არენდით ითამაშებს. კატალონიურ კლუბს მისი 6 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]