"სიტი" მესის წელიწადში 27 მილიონს სთავაზობს
კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" მზადაა "ბარსელონას" ლიდერს, ლიონელ მესის, "ქალაქელებში" გადასვლის შემთხვევაში, წელიწადში 27 მილიონი ევრო გადაუხადოს.
როგორც ცნობილია, "სიტის", მომდევნო სეზონში, "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს. აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელ სპეციალისტს ლუის სუარესის შეძენა სურდა, ახლა კი, იგივე ცნობა ლეო მესისთან დაკავშირებითაც ვრცელდება.
ესპანური პრესის ცნობით, ინგლისელები აპირებენ მოლაპარაკებები ჯერ მესისთან აწარმოონ და მასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, "ბარსელონას" დაუაკავშირდნენ. ისინი არგენტინელს წელიწადში 27 მილიონ ევროს სთავაზობენ. კატალონიურ კლუბში კი დარწმუნებულები არიან, რომ არგენტინელი "ქალაქელების" შეთავაზებას უარყოფს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]