თურანმა და ვიდალმა ნომრები აირჩიეს
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა, არდა თურანმა და ალეიშ ვიდალმა ის ნომრები აირჩიეს, რომლებითაც ისინი კატალონიური გუნდის მაისურით ითამაშებენ. თურქი ნახევარმცველი 7 ნომერს აიღებს, ხოლო ესპანელი მცველი - 22.
თურანი და ვიდალი "ბარსელონამ" გასულ ზაფხულში შეიძინა, მაგრამ FIFA-ს აკრძალვის გამო, კატალონიელებს ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება არ ჰქონდათ. შესაბამისად, მათ არც ნომრები ჰქონდათ არჩეული. კატალონიელთათვის დაწესებულ შეზღუდვას ვადა ხუთშაბათს გასდის და "ბარსას" ფეხბურთელების დარეგისტრირებისა და მათთვის ნომრების მინიჭების უფლება ექნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 47 ]