აგუერო: "მესი "ბარსელონაში" თავს კომფორტულად გრძნობს"
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ვარსკვლავი სერხიო აგუერო იმედს გამოთქვამს, რომ მისი თანამემამულე და მეგობარი ლიონელ მესი "ბარსელონადან" მანჩესტერულ გუნდში გადავა.
"თუ მესის ჩვენთან გადმოსვლა უნდა, დაე ასე იყოს! ლეოს "ბარსელონას" დატოვება გაუჭირდება, რადგან ის ამ კლუბში ბავშვობიდან თამაშობს. მისთვის, სხვა გუნდზე ფიქრი ადვილი არაა.
იმედი მაქვს, მესი "მანჩესტერ სიტიში" აღმოჩნდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მისი გადასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ ლეო "ბარსელონაში" თავს ძალიან მშვიდად და კომფორტულად გრძნობს."
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სიტი" მზადაა ლეო მესისთვის იბრძოლოს და არგენტინელს წელიწადში 27 მილიონი ევრო შესთავაზოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 53 ]