პედრო "ბარსელონადან" წასვლას ნანობს
"ბარსელონას" ყოფილი შემტევი პედრო როდრიგესი, რომელიც ამჟამად "ჩელსიში" თამაშობს, კატალონიური გუნდიდან წასვლას ნანობს. ამ ინფორმაციას მისი ახლობლის სიტყვებზე დაყრდნობით, Football Insider ავრცელებს.
"ჩელსიში" გადასვლაში ის სესკ ფაბრეგასმა დაარწმუნა. თუმცა, ახლა, ის ამ გადაწყვეტილებას ნანობს. პედრო ფიქრობს, რომ "ჩელსის" თამაშის სტილი ზედმეტად ფუნქციონალურია და რომ ის თავის შესაძლებლობებს სრულად ვერ იყენებს. მისი თქმით, მოურინიოს დროს, შემტევ ფეხბურთელებს საკმარისი თავისუფლება არ ჰქონდათ. შესაძლოა, ყველაფერი ჰიდინკის დროს შეიცვალოს, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია." - აცხადებს პედროს ერთ-ერთი ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ პედრო "ბარსელონადან" "ჩელსიში" გასულ ზაფხულში გადავიდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]