ვინ ვის მისცა ხმა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თუ ვინ ვის მისცა ხმა "ოქროს ბურთის" 2015 წლის მფლობელის გამოვლენის დროს. როგორც იცით, წლის საუკეთესო ფეხბურთელად "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი დასახელდა.
სიახლის ბოლოს შემოგთავაზებთ ლინკს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ, თუ ვინ ვის მისცა ხმა. მანამდე, თქვენ ყურადღებას რამდენიმე დეტალზე შევაჩერებთ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ, პირველ ადგილზე ლიონელ მესი გაიყვანა, მეორეზე - კრიშტიანუ რონალდუ, ხოლო მესამეზე - მანუელ ნოიერი. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის სამეული ასეთია: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, რობერტ ლევანდოვსკი. საქართველოდან პრესის წარმომადგენელმა, ზურაბ ფოცხვერიამ კი არჩევანი კრიშტიანუ რონალდუზე, ლიონელ მესისა და ლუის სუარესზე შეაჩერა.
გამარჯვებულმა, ლიონელ მესიმ, რომელიც არგენტინის კაპიტანია, საკუთარ თავს ხმა არ მისცა. მან თავის რჩეულებად ლუის სუარესი, ნეიმარი და ანდრეს ინიესტა დაასახელა. მისმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ, ხმა მესის, სერხიო აგუეროსა და ხავიერ მასკერანოს მისცა.
ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა, ნეიმარმა, ლიონელ მესი, ლუის სუარესი და ივან რაკიტიჩი დაასახელა.
რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მან ხმა ქარიმ ბენზემას, ხამეს როდრიგესსა და გარეთ ბეილს მისცა.
დეტალური ინფორმაცია კი შეგიძლიათ ამ ლინკზე იხილოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 69 ]