კლუივერტი: "ხმა, რა თქმა უნდა, მესის მივეცი"
"ბარსელონას" ჰოლანდიელი ლეგენდა, ამჟამად კურასაოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი პატრიკ კლუივერტი აცხადებს, რომ "ოქროს ბურთზე" მან ხმა მესის მისცა, მაგრამ FIFA-მ შეცდომა დაუშვა და მისი ხმა არგენტინელს არ ჩაუთვალა.
"რატომ ამბობს ყველა, რომ მესისთვის ხმა არ მიმიცია? რა თქმა უნდა, ხმა მას მივეცი. ეს სიგიჟეა.
მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ის საუკეთესო კლუბში, "ბარსელონაში" თამაშობს." - დაწერა კლუივერტმა "ტვიტერზე".
FIFA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, კლუივერტმა ხმა ნეიმარს, ლუის სუარესსა და რობერტ ლევანდოვსკის მისცა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5
კომენტარები [ 96 ]